
ავტორი
Front News საქართველო
ამ ნაბიჯებით კარგად ჩანს ხელისუფლების არაადამიანური სახე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლემ აბსურდული მიზეზით გადადო სასამართლო სხდომა, რომ მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტების დაშვების გადაწყვეტილება არ მიეღო.
“ნამდვილად სასაცილოა ის მიზეზები, რასაც მოსამართლედწოდებული ბადრი კოჭლამაზიშვილი იგონებს, რომ ჩვენს მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება არ მიიღოს და არ გამოაცხადოს. წინა პროცესზე სასამართლო დარბაზიდან გაიქცა, დღესაც აბსურდული მიზეზით გადადო სასამართლო სხდომა. სასაცილო იქნებოდა, ეს რომ არ ეხებოდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, რადგან ამ შუამდგომლობით ჩგვენ ვითხოვთ ექსპერტების მასთან დაშვებას. ამ ნაბიჯებით კარგად ჩანს ხელისუფლების არაადამიანური სახე“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
თაგები:
დიმიტრი საძაგლიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს