დიმიტრი საძაგლიშვილი – ეს არის ხელისუფლების ღიად დეკლარირებული გადაწყვეტილება, რომ ისინი არიან პუტინთან ერთად ერთ ნავში


ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის ციხეში ნიკა გვარამია მოინახულა.
“ვინაიდან მას ჯერ არ აქვს ტელევიზორი, ის სრულიად მოწყვეტილია გარესამყაროს და ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი ეთმობა ინფორმაციის მიწოდებას – რა ხდება, როგორია საერთაშორისო გამოხმაურება, როგორია ქვეყნის შიგნით არსებული გამოხმაურება მის ცალსახად პოლიტიკურ განაჩენთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ გარემოებას, რომ ამ საქმეში არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, რომელიც დარწმუნებული არ იქნება, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მოხდა ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ყველა ის სუბიექტი, რომელსაც წვდომა ჰქონდა საქმის მასალებზე, ყველა ვინც მონიტორინგს აწარმოებდა განხილვისას ადასტურებდა, რომ არათუ მტკიცებულებები არ იყო საქმეში, არამედ თავად ეს საქმე, პროკურატურის ვერსიაც კი არ წარმოადგენდა დანაშაულს. ლაშა ჩხიკვაძემ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და გააჟღერა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ეს გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ შინაარსობრივად არის პრობლემური, იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ შეიძლება კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი იყოს ასეთი ყალბი ბრალდებებით დაპატიმრებული, მეორე მხრივ იმის გათვალისწინებით, თუ როდის გამოაცხადა სასამართლომ ეს განაჩენი, მიუთითებს საბოტაჟზე ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის ხელისუფლების ღიად დეკლარირებული გადაწყვეტილება, რომ ისინი არიან პუტინთან ერთად ერთ ნავში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ არ გამოუვათ საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევა”,- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
თაგები:
დიმიტრი საძაგლიშვილი

თეა წულუკიანი – ნაციონალები “ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული და ჰქონიათ, რომ თუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვის, დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას, ეს ასე არ არის

მამუკა მდინარაძე – ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა

ირაკლი კობახიძე – ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები, ამის პირდაპირი, გადატანითი და ყველანაირი მნიშვნელობით