
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილების ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტების შეშვებას ეხებოდა, სასამართლომ კვლავ უპასუხოდ დატოვა. თბილისის საქალაქო მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადება 16 მაისისათვის გადადო. ამის მიზეზად კი მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებისათვის დამატებითი კითხვებით მიმართვის საჭიროება დაასახელა.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მოსამართლეები არ იღებენ.
“48 საათში უნდა მიეღო გადაწყვეტილება ჩვენს შუამდგომლობაზე, მოეხსენება ალბათ, სასამართლოს რომ 11 მაისიდან 16 მაისამდე 48 საათზე გაცილებით მეტი დროა, ამის მიუხედავად, ნინო ჩახნაშვილმა გვითხრა, რომ ის არ არის შეზღუდული რაიმე დროით, თუმცა რის საფუძველზე, ამის განმარტება ვერ მოგვცა. ცხადია ის კანონს არღვევს, საკუთარ იმიჯს და ავტორიტეტსაც არ უფრთხილდება. ხელისუფლება ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლეებს, ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლეები არ იღებენ გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მესამე პრეზიდენტთან ექსპერტების შეშვების შესახებ შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო სასამართლო პროცესზე დააყენეს. სხდომაზე თავისი პოზიცია დაასაბუთა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა.
თაგები:
დიმიტრი საძაგლიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს