
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
“გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომ ასე მყისიერად იქნა სამედიცინო დახმარება მისთვის აღმოჩენილი. წარმოდგენაც არ გვინდა თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
როგორც ჩანს, ეს საერთო სისუსტით გამოწვეული გონის დაკარგვის მომენტი, დამატებითი დეტალი ჩემთვის არაა ცნობილი, ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად რა იყო გამომწვევი მიზეზი. ახლა ნორმალურად არის, ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის სერიოზული პრობლემები რაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსად გამქრალა, ისევ იგივე მდგომარეობაში, უბრალოდ გონის დაკარგვის შემდეგ მისი გონზე მოყვანა მოხერხდა და არის ისე როგორც მანამდე იყო, საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს