დიმიტრი საძაგლიშვილი – სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა


ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას აწუხებდა ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია ციხეში მხოლოდ კომპანიის ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის იჯდა.
“როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან ტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია 6 თვის განმავლობაში ციხეში კომპანიის ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის იჯდა, ამიტომ გადაწყვიტეს უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და ნიკა გვარამია გაეთავისუფლებინათ, ახლა სხვა ეპიზოდზეც პატიმრობა გამოეყენებინათ, რომ თითქოსდა როგორმე შეეცადონ გამართლებას, რომ მხოლოდ ავტომობილის გამოყენების გამო საპატიმრო დაწესებულებაში არ ყოფილა. შედეგის თვალსაზრისით, არაფერი იცვლება. 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი და ეს სასჯელი დარჩა, უბრალოდ, ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად, სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას სასჯელი დაუმძიმა, რაზეც მას ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, მასზეც პატიმრობა მიუსაჯა, რითაც საბოლოო ჯამში, თავისუფლების 3 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა შეუფარდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს