
ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულეს.
მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა მიეცა მის დედას, გიული ალასანიასაც.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტს გარკვეული კვლევები ჩაუტარდა.
“ვიცით, რომ აუღეს გარკვეული ანალიზები, მაგრამ კონკრეტულად რა კვლევები ჩაუტარდა ამაზე მედიკოსებიდან უნდა მოხდეს ინფორმირება. თავად მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა, რომ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები. მასთან კომუნიკაციის საშუალება გვეძლევა ჩვენ, ადვოკატებს და ეძლევათ ოჯახის წევრებს. იმედია, ეს სიტუაცია არ შეიცვლება და პენიტენციური სამსახური ხელოვნურ დაბრკოლებებს არ შეგვიქმნის“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
თაგები:
დიმიტრი საძაგლიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს