დიმიტრი სამხარაძე - 4 ოქტომბერს "სანაცეთის" ორივე ფლანგს ვასრულებთ, "სააკაშვილოვიჩებს" ქუჩაში და "ნეონაცებს" არჩევნების შედეგებით!

ავტორი
Front News საქართველო
ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე! 4 ოქტომბერს "სანაცეთის" ორივე ფლანგს ვასრულებთ! სააკაშვილოვიჩებს ქუჩაში და ნეონაცებს არჩევნების შედეგებით! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველო გაიწმინდება აგენტურისგან, ეკლესიის მტრებისგან და ომში ქვეყნის ჩართვის მსურველებისგან.
სამხარაძის ინფორმაციით, მობილიზებულია მმართველი პარტიის ყველა საოლქო ორგანიზაცია, შესაბამისად, არჩევნების დღეს მხარამჭერებიც მაქსიმალურად იქნებიან მობილიზებულები.
"ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე! 4 ოქტომბერს "სანაცეთის" ორივე ფლანგს ვასრულებთ! სააკაშვილოვიჩებს ქუჩაში და ნეონაცებს არჩევნების შედეგებით! 4 ოქტომბერს საქართველო გაიწმინდება უცხოეთიდან გადმოსროლილი ჰომოსექსუალი აგენტურისგან, ეკლესიის მტრებისგან, ჩვენი ქვეყნის ომში ჩამრთველთა შპინგალეტებისგან. ჭუჭყისგან, რომელსაც ნაცი ჰქვია!
მობილიზებულია "ქართული ოცნების" ყველა საოლქო ორგანიზაცია და 4 ოქტომბერს მხარდამჭერების მაქსიმალურ მობილიზებას მოახდენენ!
საქართველო ჩვენ ვართ!
დიდება უფალს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოს", - წერს დიმიტრი სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


