
ავტორი
Front News საქართველო
ამოვიღე ვიდეოკადრები, სადაც იმ დეპუტატების ადგილზე ყოფნა დასტურდება, რომლებზეც ასე ხელაღებით საუბრობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.
“ჯერ გირჩმა დაიწყო მავნებლობა, შემდეგ სამწუხაროდ, პრეზიდენტიც აყვა და ოპოზიციაში მოკალათებულმა აგენტურამაც დაიწყო ლაპარაკი, რომ ვეტოს დაძლევის დროს რამდენიმე დეპუტატი საერთოდ არ იყო ადგილზეო.
ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარემ პროცედურაზე აუხსნა ყველას, რომ ვეტოს დაძლევაზე თუ ხალხის რაოდენობაში ეჭვი შეეპარებოდა ვინმეს, ეგ პრეტენზია ერთ დეპუტატს კი არა, დეპუტატთა ჯგუფს უნდა დაეყენებინა და მაგას აქვს თავისი ფორმა, რაც ოპოზიციამ ვერ ან არ დაიცვა. შესაბამისად, ვეტო დაძლეულია.
მიუხედავად ამისა, მაგალითისთვის, მაინც ამოვიღე ვიდეოკადრები (სხვათა შორის იმდღევანდელი სტრიმიდან, ბევრი ძიება არ ჭირდებოდა და სხვებსაც მარტივად შეეძლოთ ნახვა), სადაც იმ დეპუტატების ადგილზე ყოფნა დასტურდება, რომლებზეც ასე ხელაღებით საუბრობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ შორის ვარ მეც! საერთოდ არ ყოფილან შენობაშიო, კვირაზე მეტია, ხალხს ატყუებენ!
მოკლედ, 77 დეპუტატი ადგილზე იყო, ერთზე არც დაგვიმალავს ბარათის გამოყენება!” – წერს სამხარაძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdito.samkharadze%2Fposts%2Fpfbid0p8c3jgU94gzEbt5mMFJvXCMpX1eBdEkEtFoWuzvh9hrep1cDYXCkur3fCxpDeehEl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”831″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს