Logo

დიმიტრი სამხარაძე - ჩვენი დროშის დამახინჯება არავის გამოუვა!

პოლიტიკა
267
Frontnews image description

"ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნის ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს და საქართველოს.

"წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს, საქართველოს! ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერილი ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის! ეს იყო ნაცური დროშა! პირიქით რომ ყოფილიყო, კიდევ ჯანდაბას!

რაც შეეხება უკრაინის დროშას, მას შემდეგ, რაც უკრაინის ყველა მუნიციპალიტეტის შენობაზე საქართველოს ეროვნულ დროშას აღმართავენ, მერე შეიძლება ჩვენც განვიხილოთ მაგათი დროშის დაკიდება! ჩვენი დროშის დამახინჯება არავის გამოუვა!" - წერს დიმიტრი სამხარაძე.

Advertisement