დიმიტრი სამხარაძე - ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, ამ ყველაფერს აიგნორებს და ხალხს ატყუებს


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეოდან ფრაგმენტს აზიარებს, სადაც არქიმანდრიტი ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ რაც ამ მთავრობამ ეკლესიას და კონკრეტულად პატრიარქს გაუკეთა, არც ერთს გაუკეთებია და მისი თქმით, ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „პატრიარქსაც ეშლება“.
დიმიტრი სამხარაძე აღნიშნავს, რომ არქიმანდრიტი ამ სიტყვებს ამბობს სამების ამშენებელზე, ერისკაცზე, რომელმაც უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს. მისივე განცხადებით, ის ხალხს ატყუებს.
"ეს ჰომოსექსუალების პარტიელი, ამ სიტყვებს, სამების ამშენებელზე ამბობს! ერისკაცზე, რომელმაც ასობით ეკლესია ააშენა! ასობით ტაძარი და ციხესიმაგრეები აღადგინა! ამისნაირი ფარისევლების მიერ უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს! კანონი მიიღო მისმა გუნდმა, რომ ელგებეტე პროპაგანდა აიკრძალა ქვეყანაში! ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, მინიმუმ აქ რაც ჩამოვთვალე აიგნორებს და ხალხს ატყუებს! პეტრე 2-ია ეს გოთვერანი“- წერს სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს