დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიას – 2 ოქტომბერს დასრულდება შენი პოლიტიკური კეკლუცობა


ავტორი
Front News საქართველო
“2 ოქტომბერს დასრულდება შენი პოლიტიკური კეკლუცობა! გაფარჩაკდები და მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები“, – ასე მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატს გიორგი გახარიასს.
“ყველამ გაგიცნო რა ბოლიც ხარ, ტრენინგების შედეგად დაყენებული ინტონაციებით ტლიკინის და ბლეფის უკვე აღარავის სჯერა! შეგეშინდა, გაიქეცი, გვიღალატე! მელიას გაეფინე და კანონი არ აღასრულე,ახლა ჭინჭყლი „ბოვშვივით“ შემოგაგორეს კანდიდატად!
ისეთი ბოდვები დაგეწყო, ყველა ვხვდებით, რომ ძალიან გინდა შენივე შექმნილი უტოპიიდან გამოსვლა, მაგრამ როგორც შენი დამკვეთი იტყოდა, ვერ მოგართვით! 2 ოქტომბერს დასრულდება შენი პოლიტიკური კეკლუცობა! გაფარჩაკდები და მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. სიმღერა ისწავლე, რუსეთში დაგჭირდება“, – წერს დიმიტრი სამხარაძე.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს