დიმიტრი სამხარაძე - იყო თუ არა შენსა და ნაცებს შორის გარიგება, რომ თუ რევოლუციას მოახდენდით, პატრიარქად დაგსვამდნენ?


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კითხვით მიმართავს, იყო თუ არა მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ პატრონებს შორის გარიგება, რომ რევოლუციის მოხდენის შემთხვევაში არქიმანდრიტ ყურაშვილს პატრიარქად დასვამდნენ.
სამხარაძე არქიმანდრიტს მიმართავს, რომ იქამდე არ მოეშვება, სანამ ქართველ ხალხს სიმართლეს არ ეტყვის.
"დოროთე ცრუს, მინდა ერთი კითხვა დავუსვა
იყო თუ არა შენს და ნაცებს, ასევე მაგათ მეპატრონეებს შორის გარიგება, რომ თუ რევოლუციას მოახდენდით, პატრიარქად დაგსვამდნენ? აღიარე და ქართველებს სიმართლე უთხარი.
მეორე, რაც მინდა გითხრა, შენი წყევლა არც მე და არც ჩემს ოჯახს არ მოუვა! მე, ჩემი შვილები, მეუღლე, მშობლები, ნათესავები და მეგობრები, ქრისტეს გზის ერთგულები ვართ! უფალი იესო ქრისტე მიცავს და ვინ ხარ შენ, გამყიდველი, მოსყიდული, რომ რამე მავნო? არ მოგეშვები სანამ სიმართლეს არ ეტყვი ერს და ბერს“- წერს სამხარაძე.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს