დიმიტრი სამხარაძე - ოპოზიციას არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!

ავტორი
Front News საქართველო
ვინმეს დანაშაულის ჩადენაზე ან უდანაშაულობაზე ჩემგან საუბარი ზედმეტია, ეს პროკურატურის საქმეა და დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს! - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ვინც კანონს დაარღვევს, ყველას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, ოპოზიციას კი, მმართველი გუნდი არ მისცემს შესაძლებლობას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პოლიციაზე განაზოგადონ.
“ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ვინც კანონს დაარღვევს, არავის ეპატიება! ყველას მოეთხოვება პასუხი და ხელს თავზე არავის გადავუსვამთ!
საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ერისკაცი ბატონი ბიძინაა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
პოლიციაში ბევრი ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მსახურობს, საამაყო ქართველები, რომლებიც ყოველდღე საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სხვების უსაფრთხოებას, ემსახურებიან საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ფარად დგანან!
ჩასაფრებულ და გაფარჩაკებულ ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!
შსს-ს ჰყავს ღირსეული მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ასევე ღირსეული მოადგილეები, ქვეყნის პატრიოტები!
ყველა ღირსეული, პატრიოტი და პატიოსანი პოლიციელის გვერდით ვიდგები პირადად მე, დიტო სამხარაძე!
გვეიმედებით და მადლობა, რომ ემსახურებით საქართველოს!
პოლიციელი გმირია” - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
დიმიტრი სამხარაძე




