Logo

დიმიტრი შაშკინი – ნებისმიერი რუსულენოვანი უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში, არის აგენტურული ქსელის შექმნის მცდელობა

პოლიტიკა
1369
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ნებისმიერი რუსულენოვანი უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში, არის აგენტურული ქსელის შექმნის მცდელობა და რუსული სამყაროს პროპაგანდა.

 

“ნებისმიერი რუსულენოვანი უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში, ეს არის აგენტურული ქსელის შექმნის მცდელობა და რუსული სამყაროს პროპაგანდა, რომლის წინააღმდეგაც მუშაობს მთელი ევროპა, მთელი დასავლეთი და ბუნებრივია “რუსული ოცნების” პირობებში, ეს არის კიდევ ერთი მავნებლური და მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადადგმული იყოს საქართველოში”, – აცხადებს შაშკინი.

 

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება.

 

“ამჟამად კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება – დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ.

 

რუსეთის ბევრ მოქალაქეში ვამჩნევ დიდ სურვილს, გადაიტანონ ბიზნესი საქართველოში, თავის მხრივ, ქართველებს შორის ბევრი ადამიანია, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის წამოწყება რუსეთში. აუცილებელია, რუსეთთან განვიხილოთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური პრობლემების საკითხი. დაიწყოს დიპლომატიურ-პოლიტიკური დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ საიმედო საფუძველი, ასე, რომ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას მალე მოუწევს რუსულ მხარესთან საუბარი”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები