
ავტორი
Front News საქართველო
არც ერთი თანამდებობის და არც ერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში წერს.
“თქვენ ხომ არ აფრენთ?! ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას?! გენერალ ლორთქიფანიძეს?! 2008 წლის ომის გმირს! უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის (მიშას გუბერნატორობის პერიოდში) ყოფილ უფროსს?
გენერალი ლორთქიფანიძე ომშია რუსეთთან! სანამ თქვენ აქ კლავიატურაზე ნაძირლობებს წერთ, ის ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად თავის სიცოცხლეს რისკავს და ჩვენ უკრაინელ ძმებთან ერთად ომობს!
ან ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში შვიდი წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? ამას ჰქვია ნაძირლობა და არაფერი საერთო არ აქვს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან“,- წერს დიმიტრი შაშკინი.
თაგები:
დიმიტრი შაშკინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს