დიმიტრი ცქიტიშვილი - შესაძლებელია, ვიხილოთ ძალიან საინტერესო გამოსავალი, როდესაც სავიზო სანქციები არა საზოგადოებას, არამედ კონკრეტულ პირებს დაეკისროთ


ავტორი
Front News საქართველო
შესაძლებელია, ჩვენ ვიხილოთ ძალიან საინტერესო გამოსავალი ევროკომისიის მხრიდან, როდესაც შესაძლოა, არა მთლიანად საზოგადოებას, არამედ კონკრეტულ სახელს და გვარებს დაეკისროთ ერთგვარი სავიზო სანქციები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სოციალ-დემოკრატების დელეგაციასთან შეხვედრის მიზანი არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლაა.
"მიზანი იყო არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ეს შესაძლებელია, რომ გარკვეული სხვადასხვა მოდელები იყოს თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების არა მთლიანად მოსახლეობის, არამედ სელექციურად იყოს შესაძლებელი და კონკრეტული ახალი კრიტერიუმები შემოდის, რის გამოც შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს.
შესაძლებელია, ჩვენ ვიხილოთ ძალიან საინტერესო გამოსავალი ევროკომისიის მხრიდან, როდესაც შესაძლოა, არა მთლიანად საზოგადოებას, არამედ კონკრეტულ სახელს და გვარებს დაეკისროთ ერთგვარი სავიზო სანქციები. ეს არ იქნება მხოლოდ რომელიმე ქვეყნისთვის, არამედ შესაძლოა, იყოს მთლიანად შენგენის ქვეყნებისთვის", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
თბილისში ოფიციალური ვიზიტით სოციალ-დემოკრატების დელეგაცია იმყოფება. ისინი სამოქალაქო აქტივისტებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრას იწყებენ.
თაგები:
დიმიტრი ცქიტიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს