Logo

დიმიტრი ცქიტიშვილი – ისინი მზად არიან, თავიანთი ძალისხმევით საქართველოს განვითარებას შეუწყონ ხელი

პოლიტიკა
533
Frontnews image description

მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა “ქართული ოცნების” რეჟიმს  ეს ადამიანები, ისინი არიან საქართველოს მეგობრები და მზად არიან, თავიანთი ძალისხმევით საქართველოს განვითარებას შეუწყონ ხელი, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები “ოცნების” მიმართ გაგრძელდება.

“მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა “ქართული ოცნების” რეჟიმს  ეს ადამიანები, ისინი არიან საქართველოს მეგობრები და მზად არიან, თავიანთი ძალისხმევით საქართველოს განვითარებას შეუწყონ ხელი.

“ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ყველა ოპონენტს ნიშანი დააკრას და ამით აირიდოს თავიდან, თუმცა ვერსად გაექცევა, ეს აქტი არის უკვე ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და დასანქცირებულია პრაქტიკულად, მთელი მთავრობა, დასანქცირებულია ივანიშვილი და ეს საკითხი, როგორც ჩანს გაგრძელდება და ამით არ შემოიფარგლება. მათი პოპულაციები, თითქოს 20 იანვრიდან რამე შეიცვლება, არის მითი”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები