
ავტორი
Front News საქართველო
თუ ეს დადასტურდა, არ გამოვრიცხავ, რომ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდეს ის ხალხი, ვინც ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულში არის ჩართული “ქართული ოცნების” წევრი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესული ფორუმის” თავმჯდომარემ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
“ეს არ იქნებოდა, უბრალოდ კომისიის განცხადება, ეს აუცილებლად იქნება ან დაწყებული ან იქნება გამოძიებები და თუ ეს დადასტურდა, არ გამოვრიცხავ, რომ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდეს ის ხალხი, ვინც ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულში არის ჩართული “ქართული ოცნების” წევრი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის. ამიტომ, მე მათ ადგილას ბევრად უფრო სერიოზულად მოვეკიდებოდი ამ განცხადებას და შეიძლება, თავადაც გამოეძიათ რაღაცები.
ასეთი მასშტაბური “ქოლ-ცენტრების” არსებობა განპირობებულია იმით, რომ ვიღაცას სერიოზული და ძალიან დიდი გავლენის მქონე ადამიანი უჭერს მხარს. ეს მხარდამჭერი უნდა გამოავლინონ, დასაჯონ და პასუხი აგებინონ, იმისათვის, რომ სახელმწიფომ ეს მარცხი ჩამოირეცხოს. თუ ასეთი დანაშაული დამტკიცდა, მარტო სანქციები არ იქნება”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს