Logo

“დინამო თბილისმა” “კოლხეთი 1913” 3:1 დაამარცხა

სპორტი
102
Frontnews image description

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა “დინამო თბილისსა” და “კოლხეთი 1913”-ს შორის დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მათ მოწინააღმდეგე 3:1 დაამარცხეს.

შეხვედრა, დედაქალაქში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა.

პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყო, რასაც მოყვა ის, რომ კოლხების კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც “დინამო თბილისის” მოთამაშემ, გიორგი გვასალიამ სტუმართა მცველთან რატი გრიგალავასთან დაპირისპირებაში გამოიმუშავა.

მოთამაშეების მცდელობების მიუხედავად მეორე გოლის გატანა მხოლოდ 22-ე წუთზე მოხერხდა. გოლის ავტორი თბილისელთა თავდამსხმელი მათე ვაწაძე გახლდათ, რომელმაც უპირატესობა გაზარდა.

რა თქმა უნდა, მასპინძელთა გუნდს ორბურთიანმა სხვაობამ კომფორტული სათამაშო მდგომარეობა და ფსიქოლოგიური ფონი შეუქმნა.

ტაიმის ბოლოსკენ სტუმრებმა მესამე გოლიც გაუშვეს. დინამოს ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა შემოგვთავაზა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 3:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარი ცვლილებებით დაიწყო.

მიუხედავად ანგარიშისა, ფოთელები მაინც აქტიურად ცდილობდნენ შეტევას და ტემპს არ აგდებდნენ, რამაც შედეგი გამოიღო და 53-ე წუთზე კოლხთა თავდამსხმელმა დიტო ფაჩულიამ მოახერხა გოლის გატანა და სხვაობის შემცირება.

გრძელდებოდა ორივე მხრიდან შეტევები, თუმცა “დინამო თბილისმა” მოახერხა თამაში დაეწყნარებინა და თვითონ ყოფილიყო წამყვანის როლში.

აღნიშნული მატჩის შემდეგ “დინამო თბილისი” მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩენა “ტორპედოს”. ხოლო “კოლხეთი 1913” ბოლო ადგილზეა.

შემდეგ შეხვედრას გუნდები 2 ნოემბერს გამართავენ.  “კოლხეთი 1913” 14:00 საათზე “გარეჯს” უმასპინძლებს, “დინამო” კი სახლში, “თელავს”  დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

Advertisement