“დინამო თბილისმა” მასპინძელი “გარეჯი” დაამარცხა

ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული ლიგის 32-ე ტურში “გარეჯმა” “დინამო თბილისს” უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.
შეხვედრას საგარეჯოს ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა.
მატჩის საწყისი წუთები თანაბრად მიმდინარეობდა, იყო რამდენიმე მწვავე მომენტიც. ათი წუთის შემდეგ სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა. “დინამომ” ინიციატივა თავის თავზე აიღო, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა და გუნდები გასახდელში ნულოვანი ფრით ჩავიდნენ.
მეორე ტაიმი უფრო დრამატული და მწვავე აღმოჩნდა. ორივე გუნდის მხრიდან იყო მცდელობები, თუმცა ანგარიშის გახსნა მხოლოდ 72-ე წუთზე მოხერხდა.
გოლის ავტორი დინამოელთა შემადგენლობაში მყოფი მცველი ლუკა ლაცაბიძე გახდა, მან კარიერის სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
“დინამო თბილისი” ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო “გარეჯი” გასავარდნ ზონაში, მერვე ადგილზე იმყოფება.
შემდეგ შეხვედრაში “დინამო” “გაგრას”, ხოლო “გარეჯი” “თელავს” უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა პარალელურად, 21 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება.
თაგები:
“დინამო თბილისი"
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


