დიპლომატიური ფიასკო – აფრიკელი ლიდერების უმეტესობამ პუტინთან სამიტზე წასვლაზე უარი თქვა


ავტორი
Front News საქართველო
აფრიკის ქვეყნების უმეტესობის მეთაურებმა რუსეთ-აფრიკის სამიტის ბოიკოტი გადაწყვიტეს. აფრიკის 55 ქვეყნიდან 38-მა ლიდერები სამიტზე არ გაგზავნა.
რუსეთ-აფრიკის სამიტი, რომლის მიზანი იყო რუსეთის ფედერაციის ახალი დიპლომატიური კავშირების დემონსტრირება, ბოიკოტის პირობებში ჩატარდება.
პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, სამიტზე სახელმწიფოს მეთაურების დონეზე მხოლოდ 17 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. კიდევ 10 აფრიკის სახელმწიფომ გაგზავნა პრემიერ-მინისტრები რუსეთის ფედერაციაში, სამიტის მონაწილეთა დაახლოებით ნახევარმა დელეგაციები უფრო დაბალ დონეზე გაგზავნა.
“ჩვენ არ გვექნება პრეტენზიები, რადგან, პირველ რიგში, მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვა წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს მეთაურები. და მეორეც, ვინც შეეძლო, შეძლო”, – განაცხადა ლავროვის უწყების წარმომადგენელმა ოლეგ ოზეროვმა.
როგორც უშაკოვმა განაცხადა, მიუხედავად ყველა ნიუანსისა, პუტინი გეგმავს პირადად შეხვდეს აფრიკული სახელმწიფოს თითოეულ ლიდერს.
ის მოლაპარაკებებს გამართავს ეგვიპტის, მოზამბიკის, ბურუნდის, ზიმბაბვეს, უგანდას, ერიტრეას, ცენტრალური აფრიკის, ლიბიის, კამერუნის, სენეგალის, სამხრეთ აფრიკის, ბურკინა-ფასოს, გვინეა-ბისაუს, მალის და კონგოს პრეზიდენტებს.
კრემლში განაცხადეს, რომ სამიტზე პუტინი გამოვა დიდი სიტყვით და ისაუბრებს “ახალი მსოფლიო წესრიგის” ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაფუძნებულია ყველა სახელმწიფოს “მრავალპოლარულობას და თანასწორობაზე”.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს