
ავტორი
Front News საქართველო
“ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორის გიორგი კორძახის განცხადებით, გუშინ დმანისში დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ექიმი აცხადებს, ერთი პაციენტი უკვე ბინაზე გაეწერა, ორის გაწერა კი დღეს იგეგმება.
ექიმის თქმით, დაშავებულებიდან ორს თავის ტვინის შერყევა აქვს.
“გუშინ შემოიყვანეს სამი დაშავებული, რომლებიც დმანისიდან გადმოიყვანეს ცნობილი ფაქტის შემდეგ. ერთს აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, ორს აქვს თავის ტვინის შერყევა და ასევე აღენიშნებათ ნაკვეთი ჭრილობები თავის და სახის მიდამოში. ყველა ჭრილობა დამუშავებულია ადგილზე, ჩვენთან უბრალოდ შეფასდა შესრულებული სამუშაო და მოთავსდნენ კლინიკაში დაკვირვების მიზნით. ჩვენთან ქირურგიული ჩარევა არც ერთს დასჭირვებია, ჩატარებული იყო დმანისში ადგილზე საკმაოდ კვალიფიციურად. ერთი პაციენტი უკვე გაწერილია, ორი აქ რჩება, რომელთა გაწერა დაიგეგმა დღეს დღის მეორე ნახევარში. აღნიშნული პაციენტები 30 დან 45 წლამდე არიან. ამ ეტაპისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, საკმაოდ ღრმა ჭრილობები აქვთ სახეზეც და კიდურებზეც“, – განაცხადა ექიმმა.
გუშინ დმანისში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს