დმიტრო კულება ანდრეი სიბიგამ შეცვალა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრად ანდრეი სიბიგა დაამტკიცა.
შესაბამის გადაწყვეტილებას უკრაინის პარლამენტის 258-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მანამდე რადამ ხმათა უმრავლესობით კენჭი უყარა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან დმიტრო კულებას გათავისუფლებას.
ანდრეი სიბიგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე 2024 წლის ივლისში დაინიშნა.
2021-2024 წლებში ის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე, 2016-2021 წლებში კი – თურქეთში უკრაინის ელჩი.
თაგები:
ანდრეი სიბიგა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა