დმიტრო კულება – ჩვენ ვერ შევაჩერებთ ომს, თუ რუსეთს ამის სურვილი არ აქვს, ჩვენ დავიცავთ ჩვენ ხალხს რუსული აგრესიისგან


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე დღეს მოისმინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოთხოვნების შესრულებასთან.
როგორც კულებამ აღნიშნა, თუ მოსკოვს არ აქვს ომის დამთავრების სურვილი, მას კიევიც ვერ შეაჩერებს.
“ჩვენ ვერ შევაჩერებთ ომს, თუ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა აგრესია და თავდასხმა, ამის სურვილი არ ექნება. დღეს გავიგე, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ფედერაციის მიერ მიბმულია პუტინის მიერ უკრაინის წინაშე წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან.
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ უკრაინა არასოდეს დანებდებდა.
ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვეძებთ დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს… ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს რუსული აგრესიისგან“, – აღნიშნა კულებამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა