Logo

დმიტრო კულება – დადასტურებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის

უკრაინა
12.02.2022 / 11:38
Frontnews image description

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

“მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. 

 

მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები