დმიტრო კულება – დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინის განაცხადის განხილვა მოხდეს დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან ცალკე უნდა განიხილებოდეს.
“ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ძველი პარტნიორების, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემით, უკრაინის შემთხვევა აბსოლუტურად გამონაკლისია. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინის საკითხი განიხილებოდეს დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, გაწევრიანების პროცედურა უნდა გამარტივდეს, რათა ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაცია შეუფერხებელად მოხდეს.


ირაკლი ალადაშვილი – ტრამპის ინტერესშია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე შეაჩეროს

კულება – მიჰყევით გერმანიის მაგალითს და მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც შეიძლება მალე

ალექსანდრ მერეჟკო – მე ვემხრობი, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა