დმიტრო კულება – ეს მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს, რომ უკრაინა ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.
“არ დაუჯეროთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქს სხვადასხვა სცენარი აქვს, თუმცა უკრაინა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა.
დღეს უკრაინას ყავს ძლიერი ჯარი, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნისადმი. ეს მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი”, – წერს დმიტრო კულება.
თაგები:
დმიტრო კულება




