დმიტრო კულება – მარიუპოლი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
მარიუპოლში ვითარება ახლა რთულია. დამპყრობლების მუდმივი დაბომბვის გამო ქალაქი აღარ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
“მარიუპოლში ვითარება სამხედრო თვალსაზრისით მძიმეა და გულსატკენია. ქალაქი აღარ არსებობს. უკრაინული არმიის ნაწილი და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ჯგუფი ფაქტიურად რუსი ჯარისკაცებითაა გარშემორტყმული”, – განაცხადა მინისტრმა.
კულებას თქმით, სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას, თუმცა რუსული სისასტიკის გათვალისწინებით, დამპყრობლებმა გადაწყვიტეს ქალაქი მიწასთან გაასწორონ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს