დმიტრო კულება – მიხეილ სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა და შესაბამის მხარდაჭერას გავუწევთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა მას შესაბამის მხარდაჭერას გაუწევს.
კულებას თქმით, უკრაინა ყველა თავის მოქალაქეს დაიცავს, როდესაც მათ პრობლემები ექმნებათ.
“ბუნებრივია, ის არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენ მას შესაბამის მხარდაჭერას გავუწევთ. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ჩვენი მოწვევით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვა და მასთან ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, როდესაც ისინი განსაცდელში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გუშინ დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

დმიტრო კულება – სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, გაცნობებთ, რა გზით გავაგრძელებთ სვლას, ეს კი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ ექსტრადირება

მიხეილ სააკაშვილი – სულ მალე ჩვენი ერთობლივი მოქმედების დრო დადგება! წინ დიდი გამოწვევებია და დიდი მომზადება და ერთობა გვჭირდება

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა, ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ