დმიტრო კულება – მთელ მსოფლიოს ეცოდინება იმ კომპანიების სახელები, რომლებიც უკრაინელების სისხლის ხარჯზე ფულს შოულობენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა საჯაროდ დაასახელებს იმ კომპანიებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის ბაზრის დატოვება.
“გულწრფელად ვიტყვი, ყველა მათგანი ნებაყოფლობით არ ტოვებს რუსულ ბაზარს. ზოგის აქტიურ სტიმულირებას ვახდენთ, ზოგს ვაიძულებთ, რომ დატოვოს. ეს არის პირადად ჩემი და საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტიც. ახლა ყველაზე პრობლემური კომპანიებია “ნესტლე“, „უნილევერი“, საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელსაც ჩვენ ასე მივეჩვიეთ“, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, ზოგიერთი კომპანია უკრაინას თხოვნით მიმართავს, საჯაროდ არ ახსენონ ისინი და არ გააკრიტიკონ.
“მინდა, წინასწარ ვთქვა, რომ ჩვენ ამ კომპანიებს დავასახელებთ. ჩვენ ახლა მოგვმართავენ – შეიძლება, არ გვახსენოთ, შეიძლება საჯაროდ არ გაგვაკრიტიკოთ; ჩვენ თქვენთან რამე შეთანხმებას მივაღწევთო. ჩვენ ვამბობთ – არა, თუ თქვენ დარჩებით, ესე იგი თქვენ დაგასახელებთ. მთელ მსოფლიოს ეცოდინება, რომ თქვენ ფულს შოულობთ უკრაინელების სისხლის ხარჯზე. ჩვენ ძალიან მტკიცე და შეუწყნარებელი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა კულებამ.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს