დმიტრო კულება – პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, უკრაინა გაიმარჯვებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ წერს.
“პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა მოქმედების დროა“, – წერს კულება „ტვიტერზე“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.
თაგები:
დმიტრო კულება

დმიტრო კულება – უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, ამის ფასი კი პარტნიორების დახმარებაზეა დამოკიდებული

რუსული სისასტიკე, სისხლი, ტკივილი და უდრეკი წინააღმდეგობა – უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა

ოსტინი – ომის თითქმის 1000 დღის განმავლობაში პუტინმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია