დმიტრო კულება – უკრაინა მოიწვევს შეხვედრას რუსეთთან მომდევნო 48 საათის განმავლობაში


ავტორი
Front News საქართველო
ვენის 2011 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, კიევი 48 საათის განმავლობაში მოსკოვთან შეხვედრას ითხოვს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
“რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს მოთხოვნას ვენის დოკუმენტის შესახებ. ჩვენ ვდგამთ შემდეგ ნაბიჯს. უკრაინა მოიწვევს შეხვედრას რუსეთთან და ყველა წევრ სახელმწიფოსთან მომდევნო 48 საათის განმავლობაში, რათა განვიხილოთ რუსული ჯარების გაძლიერება და გადაადგილება ჩვენი საზღვრის გასწვრივ და დროებით ოკუპირებულ ყირიმში“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი ეუთო-ს ტერიტორიაზე უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ, მან უნდა შეასრულოს სამხედრო გამჭვირვალობის ვალდებულება, რათა შეამციროს დაძაბულობა და გააძლიეროს უსაფრთხოება ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს