Logo

DMO Imereti მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

საზოგადოება
1200
Frontnews image description

DMO Imereti მადრიდის  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა “Fitur-2022”-ში მონაწილეობს. ყოველწლიური  გამოფენა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში.  

 

როგორც DMO Imereti-ს ხელმძღვანელმა მარი დევიძემ  Front News-ს განუცხადა, იმერეთისთვის მნიშვნელოვანია  წარმოდგენილი იყოს ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, როგორიცაა მადრიდის გამოფენა, რადგან ეს არის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა მსოფლიოში. 

 

“მითუმეტეს, ქუთაისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელსაც აქვს პირდაპირი მიმოსვლა ესპანეთის სამეფოსთან. 

 

იმერეთის გარდა გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარა და თბილისი.  ვახდენთ ჩვენი რეგიონისა და ქალაქის პრეზენტაციას. ვფიქრობთ, პირდაპირი ფრენებისა და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით,  გვეყოლება ვიზიტორები ამ ქვეყნიდან.  მით უფრო,  რომ ესპანეთი ჩვენი სტატისტიკის ტოპქვეყნების ათეულშია,  საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის”, – განაცხადა მარი დევიძემ.

 

ამჯერად “Fitur-2022”-ის 42-ე ექსპოზიციაა და მასში 165 ქვეყანიდან 10 190 კომპანია-ექსპონენტი, 140 120 კერძო სექტორისა და 110 860 ფართო საზოგადოების წარმომადგენელი მონაწილეობს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები