DMO Imereti-ს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოეწყობა


ავტორი
Front News საქართველო
DMO Imereti-ს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, მოფრენის დარბაზში საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოეწყობა, რომელსაც ადმინისტრირებას DMO Imereti გაუწევს.
გაფრენის დარბაზში შეიქმნება ბრენდირებული ფოტოზონა, რომელთანაც გამგზავრებისას ქალაქის სტუმრები ფოტოებს გადაიღებენ. ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსებზე, ტრაპებზე, ბარგის ურიკებზე გაჩნდება წარწერა – ქუთაისი.
ბრენდის ფერებში მოიხატება აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობაც.
როგორც DMO Imereti-ში აცხაედბენ, აღნიშნული აქტივობების მიზანი ქალაქის პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობადობის ამაღლება ტურისტულად ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც აეროპორტია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს