Logo

დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია

უკრაინა
298
Frontnews image description

დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია, – ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

 

“უკვე ცხრა დაღუპულია, მათ შორის 15 წლის გოგონა”, – წერს რეზნიჩენკო.

 

მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია 64 დაშავებულის შესახებ, აქედან 59 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენები მკურნალობენ სახლში.

თაგები:

დნიპრო
Advertisement