დნიპროში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 73 ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
დნიპროში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
“20 უდანაშაულო მსხვერპლი”, – წერს ის.
დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მიკოლა ლუკაშუკის განცხადებით, დაშავებულია 73 ადამიანი.
“მათგან – 14 ბავშვი; 38 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან – 6 ბავშვი, 37 დაკარგულად ითვლება, 33 ადამიანი ამ დრომდე იძებნება“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, რუსების დარტყმის შედეგად განადგურდა 72 ბინა, 230-ზე მეტი დაზიანდა.
“დაახლოებით 3450 ტონა დანგრეული კონსტრუქციაა გატანილი და ამოღებულია 39 დაზიანებული მანქანა“, – აღნიშნა ლუკაშუკმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მოხალისეები ეხმარებიან დაზარალებულებს გათბობით და საკვებით. ახლა ცნობილია, რომ 236 ბინის მცხოვრებლებს ესაჭიროებათ შესაძლო განსახლება და ეს დაახლოებით 400-ზე მეტი ადამიანია.
თაგები:
დნიპრო