დნიპროზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ დნიპროზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს. შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაღუპული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
ქალაქის მერის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი 300 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.
დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.
“რუსეთის თავდასხმამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეიწირა, რომელიც ორსულად იყო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
უკრაინა




