
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნორების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მისთვის მიუღებელია, ამიტომ მას ხელს არ მოაწერს.
მისივე თქმით, რადგან გიორგი ვაშაძე დოკუმენტეზე ხელის მოწერას აპირებს, "სტრატეგია აღმაშენებელთან" კოალიციასაც დატოვებს.
"პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი სისტემის ცვლილება მოხდეს საქართველოში, თქვენი თაობა ეღირსოს ჯანმრთელ საარჩევნო სისტემას. ამ დოკუმენტში ეს არ ჩანს. თამარ ჟვანია რჩება, ხმებს ვინ გადათვლის, არ ვიცით, პროკურორს ვინ შეცვლის, არ ჩანს. დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. გიორგიმ შეიძლება მაწეროს, მაგრამ არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ, ბუნებრივია", – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს