Logo

“დოკუმენტში არ არის ის ორი მთავარი პუნქტი, რისთვისაც ოპოზიციამ ეს ყველაფერი გააკეთა”

საზოგადოება
1152
Frontnews image description

მე არ მიმაჩნია, რომ ეს ბოლო დოკუმენტია და ამის იქით საუბარი არ იქნება, აუცილებლად იქნება და ხელისუფლებას მოუწევს დათმობა, – ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან დოკუმენტში პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„დოკუმენტში არ არის ის ორი მთავარი პუნქტი, რისთვისაც ოპოზიციამ ეს ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ბოლო დოკუმენტია და ამის იქით საუბარი არ იქნება. აუცილებლად იქნება და ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა იმიტომ, რომ დემოკრატიის გზაზე ასე სიარული არ შეიძლება. დოკუმენტი, სადაც პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის, აბა ის რა დოკუმენტია, ეს არის შერჩევითი სამართალი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები