“დოკუმენტში ნიკანორ მელიას სახელს ვენ ნახავთ, ამნისტია ეხება ყველა სავარაუდო დანაშაულს”

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, ამნისტიის აქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამნისტია ყველა სავარაუდო დანაშაულს ეხება და არა კონკრეტულ პირებს.
"ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს. ამნისტია ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს. დოკუმენტში თქვენ ნიკანორ მელიას სახელს ვენ ნახავთ, ეს ერთი. მეორეც, 19-20 ივნისის მოვლენებზე არსად წერია ინდივიდუალურად ვის მიმართ უნდა მოხდეს და ვის მიმართ არ უნდა მოხდეს.
ამნისტია ეხება მუხლებს და ფაქტებს, ამნისტია არ ეხება პირებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამნისტია ეხება ყველა სავარაუდო დანაშაულს, მნიშვნელობა არ აქვს როდისაა ჩადენილი"-განაცხადა ოხანაშვილმა.
თაგები:





