Logo

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

სამართალი
18.09.2023 / 23:48
Frontnews image description

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

 

არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

როგორც Front News-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ცოლ-ქმარი დაშორებული იყო, მამაკაცი შერიგებას თხოვდა, ქალი კი თანახმა არ იყო.

 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თაგები:

მკვლელობა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები