დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა


ავტორი
Front News საქართველო
დონალდ ტუსკი დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა.
დონალდ ტუსკმა და მისი მთავრობის მინისტრებმა პრეზიდენტის სასახლეში ფიცი დადეს. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დანიშნა.
დუდამ, რომელიც ძალაუფლება დაკარგული პარტია “კანონი და სამართლიანობის“ წარმომადგენელია, ახალ ხელისუფლებას მიულოცა.
“თქვენ გაიმარჯვეთ დიდი, შესანიშნავი აქტივობით. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელმაც გამარჯვება მოაპოვებინა ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ რეალურად გაიმარჯვა მეორე პოლიტიკურმა ჯგუფმა”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდამ ასევე პირობა დადო, რომ ვეტოს არ დაადებს არაფერს, რაც პოლონეთის სასარგებლოდ იმუშავებს.
თავად დონალდ ტუსკმა მადლობა გადაუხადა პოლონელებს ნდობისა და მოთმინებისთვის.
ხვალ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ამპლუაში ევროკავშირის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. იქ ისინი განიხილავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და უკრაინის დახმარების დაფინანსებას.
მედია იუწყება, რომ სამიტში შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თაგები:
დონალდ ტუსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს