Logo

დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

უკრაინა
1229
Frontnews image description

დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს. ინციდენტი პოკროვსკის მიმართულებით მოხდა.

 

“პოკროვსკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული საბრძოლო თვითმფრინავი Су-25, რომელიც ცდილობდა სროლა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე“, – აღნიშნულია ოპერატიული ჯგუფის ანგარიშში.

 

სამხედროების თქმით, რუსული თვითმფრინავი უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის. 

 

თაგები:

სუ-25
Advertisement