
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი გმირები უკრაინაში დამპყრობლების განადგურებას აგრძელებენ – ამჯერად ზაკარპატიეს 128-ე ბრიგადამ რუსების საბრძოლო ვერტმფრენი, უახლესი კა-52 („ალიგატორი“) პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემიდან (MANPADS) გასროლით ჩამოაგდო.
ვიდეოში, რომელიც ბრიგადის ტელეგრამის არხზე გავრცელდა, ნაჩვენებია რაკეტის დარტყმის მომენტი, რის შემდეგაც ვერტმფრენი ჰაერში „დრამატულ სალტოს“ აკეთებს, მიწაზე ვარდება და ფეთქდება. ეკიპაჟი ადგილზევე დაიღუპა.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, „ალიგატორი“ ითვლება რუსული ავიაციის სამეთაურო მანქანად. ეს არის რუსული სამხედრო ავიაციის უახლესი ერთეული, რომელიც იწარმოება 2008 წლიდან და შეიარაღებულია ქვემეხის სამაგრით ლაზერული მართვის სისტემით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით, საჰაერო ბომბებით და სხვა იარაღით.
კა-52-ის ღირებულება 16 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
თაგები:
უკრაინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს