დრეზდენში შეიარაღებული მამაკაცი ჯერ რადიოსადგურში, შემდეგ სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და მძევლები აიყვანა


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიაში, დრეზდენში შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა რადიოსადგურს, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა.
ზოგიერთი მონაცემებით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალი მოკლა, შემდეგ კი “რადიო დრეზდენის” შენობაში შეჭრა სცადა. როდესაც პოლიცია რადიოსადგურთან მივიდა, მსროლელი მანქანაში ჩაჯდა და ქალაქის ცენტრისკენ გაემართა.
მოგვიანებით, თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში შევიდა, სადაც მან რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ, მძევლად აიყვანა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელის დაკავება შეძლეს, ოპერაციის დროს ის დაიჭრა, თუმცა მძევლების გადარჩენა უვნებლად მოხერხდა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს