“დროა, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები, კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება”

ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.
"შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დროა, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- წერს მიშელი "ტვიტერზე".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა. დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. გაიმართა საერთო შეხვედრაც, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დანიელსონმა ვიზიტი გაახანგრძლივა და მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის მედიაცია 19 მარტამდე განაგრძო, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ უშედეგო აღმოჩნდა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


