
ავტორი
Front News საქართველო
“დროა” 27 მაისს, 18:00 საათზე ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას უერთდება.
ხოშტარიამ მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
“ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა პროდასავლური მედიის გაჩუმებისა და დევნის და სწორედ, მათ შორის რუსეთის დავალებით, რუსულმა ოცნებამ ნიკა გვარამია გამოკეტა საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27-ში 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვისმენს და გვენდობა მინდა მივმართო, დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი და ადამიანის თავისუფლება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს