
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “დროა” მივიჩნევთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამიზნულად ცდილობენ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციას, – ამის შესახებ “პარტიის” განცხადებაშია აღნიშნული.
“ქართული ოცნება“ მამუკა მდინარაძისა და რატი იონათამიშვილის პირით უკრაინაში ქართველ მებრძოლებს ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით დაემუქრა. მათ განაცხადეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის ჯარში შესვლა ავტომატურად გულისხმობს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.
ეს არ არის „ქართული ოცნების“ პირველი ქმედება ქართველ მებრძოლთა წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საომრად უკრაინაში მიმავალი ქართველები თვითმფრინავში არ აუშვა, უარი თქვა დაღუპულთა ჩამოსვენებისას მათ დახვედრაზე, უძნელდება დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმრის გაცხადებაც კი და მებრძოლებს „ომის პარტიის“ მიერ ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციებისთვის მართულ ხალხს უწოდებს.
პარტია “დროა” მივიჩნევთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამიზნულად ცდილობენ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციას. მათ სურთ, ასიამოვნონ რუსეთს და როგორმე შეამცირონ ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა, რადგან პატრიოტიზმისა და თავისუფლების იდეით გაერთიანებული ხალხი არასდროს იქნება „ქართული ოცნების“ მორჩილი და აუცილებლად გაათავისუფლებს ქართულ სახელმწიფოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdroa.live%2Fposts%2Fpfbid027TKmcNhizkL3yeziVXRh4hhr9CTMeehVVEz75NsxqaobgVAAv4ophoDAU6ej9bX2l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”757″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს