
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “დროას“ წარმომადგენლები უკრაინაში მხარდაჭერის ნიშნად მოქალაქეების მიერ ხელმოწერილ დროშებს ჩაიტანენ. სოლიდარობის აქცია დღეს თბილისსა და რამდენიმე ქალაქში იმართება.
მოქალაქეეები უკრაინის და საქართველოს დროშებზე ხელმოწერით უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.
“დროას“ წარმომადგენლები აღნიშნულ დროშებს რადას დეპუტატებს გადასცემენ.
2 თებერვალს, 22:00 საათზე, პარტია “დროას” წარმომადგენლები უკრაინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებიან. ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი უკრაინაში შეხვედრებს გამართავენ რადას წევრებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და იქ მცხოვრებ ქართველებთან.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს