დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების ნავთობის კიდევ ერთი საცავი იწვის
უკრაინა
31.08.2022 / 11:16


ავტორი
Front News საქართველო
დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების ნავთობის კიდევ ერთი საცავი იწვის. ხანძარი სოფელ კრასნოგვარდეისკოეში გაჩნდა.
ტელეგრამის არხის “NP Krym“-ის ცნობით, ხანძარი 06:00 საათიდან გაჩნდა. ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ.
პარალელურად რუსული მედია იუწყება, რომ კრასნოგვარდეისკოეში საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა წინასწარ დაადგინეს, რომ ხანძრის ფართობი 800 კვ.მ.-ია.
ამასთან, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
